რეალური მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა - GDI სანქციების გამკაცრების კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით ადმინისტრაციულ კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლების რეალური მიზანი ქვეყანაში რეპრესიული მექანიზმების გამოყენების გზით, კრიტიკული აზრის ჩახშობაა.

GDI აცხადებს, რომ პარლამენტმა კანონპროექტი დასაბუთებისა და აუცილებლობის წარმოჩენის გარეშე, დაჩქარებული წესით განიხილა და ამით ხელი შეუშალა საკითხის განხილვას საზოგადოების ფართო ჩართულობით. 

"მომზადებულ დოკუმენტში მკაფიოდ არის წარმოჩენილის პრობლემური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განსაზღვრული სამართალდარღვევისათვის სანქციების გამკაცრებასთან. მათ შორის, გამოიკვეთა, რომ: 

  • სამართალდამცავი ორგანოების მიერ 166-ე და 173-ე მუხლების გამოყენებისას გამოკვეთილი ხარვეზების (ა) და ზოგად ადადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების დროს გამოკვეთილი პროცედურული პრობლემების (ბ) გამო სანქციების გამკაცრება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციაზე; 
  • არ არსებობს სანქციების გამკაცრების ლეგიტიმური მიზანი;
  • მიღებული ცვლილებები არ არის აუცილებელი და პროპორციული;
  • განმარტებით ბარათში მოხმობილი ქვეყნების გამოცდილება არარელევანტურია", - წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ცვლილებები უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სტანდარტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი