აღდგომის ღამეს ქუთაისში სახლი გაქურდეს - ოჯახის წევრებს ეძინათ

გამოქვეყნდა:

ქურდობა აღდგომის ღამეს - ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე, კომენდანტის საათის დროს უცნობი პირები სახლში შევიდნენ და თანხა და ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

შემთხვევის დროს სახლში ოჯახის ორი წევრი იმყოფებოდა, რომლებსაც ეძინათ.

არსებული ინფორმაციით, ისინი პოლიციამ უკვე გამოკითხა. mtavari.tv-ს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი