დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ხვალ, 4 მაისს, "სინოფარმის" ვაქცინით აიცრება.
სწორედ ხვალიდან იწყება 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის "სინოფარმით" იმუნიზაცია ქვეყანაში. ამ დროისათვის საქართველოში აღნიშნული პრეპარატის 100 000 დოზაა შემოსული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კი ოფიციალურად ამ დრომდე არ მიუნიჭებია ჩინური წარმოების ვაქცინისთვის ავტორიზაცია, თუმცა დღეს გამოქვეყნდა WHO-ში, 29 აპრილს გამართული შეხვედრის მასალები, საიდანაც ირკვევა, რომ "სინოფარმის" ეფექტურობა 78.1%-90%-ია. 60 წელს ზემოთ პირებში კი - 91%