დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" აიცრა. ვაქცინა მან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიეკთა.
შეგახსენებთ, რომ "სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი საქართველოში დღეს, 4 მაისს დაიწყო. ამ ვაქცინას ჯერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვატორიზაცია მიღებული არ აქვს, თუმცა NCDC-ის განცხადებით, ის 45 ქვეყანაშია აღიარებული. WHO-ს გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.
"სინოფარმით" აცრის შესაძლებლობა საქართველოში 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს აქვთ. ამავე თემაზე: