
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ოჯახი პოლონეთში თითქმის ორი კვირა ეძებდა, სავარაუდოდ დაკავებულია და ამჟამად სადეპორტო განყოფილებაში იმყოფება. პაატა ჩიქობავას ცოლის თქმით, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, არ იციან, რადგან მათ ოფიციალურად არავინ დაკავშირებია და შესაძლო დაკავების შესახებ მხოლოდ ქმრის მეგობრისგან აქვთ ინფორმაცია.
"მეუღლესთან ვინც იყო ბოლოს ამ პიროვნებას დაურეკეს და უთხრეს, რომ ვიპოვეთ, დაჭერილია და ხვალისთვის შეიძლება გამოვუშვათ. თუმცა ცრუ ინფრომაციაა, თუ ნაღდი ინფორმაცია არ ვიცი, ვერ გეტყვით.
ჯერ პოლიციას ჩემთვის არ დაურეკავს. გვითხრეს, თუ რამეს გავიგებთ შეგატყობინებთო. მე ველოდები, თვითონ პოლიცია როდის შემატყობინებს და როდის გავიგებ ამ ინფორმაცია. ხალხის ნათქვამს ვერ დავუჯერებ. საელჩო არ დამკავშირებია",- თქვა ირინა შამუგიამ.
"მთავარი არხი" დამატებით დეტალებს საგარეო საქმეთა სამინისტროში არკვევს. პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქის დაკარგვის შესახებ გუშინ, 3 მაისს გახდა ცნობილი. პაატა ჩიქობავას ოჯახი უკვე მე-16 დღეა ეძებს.