დღეს საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 206

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 206ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა. 

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 313 742
  • გამოჯანმრთელებულია - 295 458 
  • გარდაცვლილია - 4 183
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9 790, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 4 802, PCR ტესტით - 4 988
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -  8,05%, ბოლო 14 დღის - 5,02%, ბოლო 7 დღის - 5,74%
  • კარანტინის რეჟიმში - 89
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 209
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 788

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 30, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. 

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 154 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 131 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი