დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 6 მაისს საქართველოში "ასტრაზენეკას" 43 000 დოზა შემოვა. მისივე თქმით, განიხილება ამ ვაქცინით აცრისთვის ასაკობრივი ზღვარის დაწევაც.
"ასტრაზენეკა 6 მაისს კიდევ შემოვა, 43 000 დოზა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთეს. ხოლო დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 25 461 ადამიანი, დაჯავშნილია კიდევ 10 000 ადამიანზე, ამიტომ არ მგონია პრობლემა გვქონდეს "ასტრაზენეკას" ათვისებაზე", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაა შესაძლებელი.