მეათე გარდაცვლილი 45 წლის ქალია - გორის ჰოსპიტალის განცხადება

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით მეათე გარდაცვლილი 45 წლია ქალია - გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პაციენტს თანმხლები მძიმე დაავადებები აღენიშნებოდა. 

ვირუსული ინფექციის ნიშნებით ჰოსპიტალში, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს. ლუგარის კვლევით კი, ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა.

პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი, - ნათქვამია ჰოსპიტალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში, 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი