
სატვირთო ავტომობილის მძღოლების ინფორმაციით, ყაზახეთში 9 მათგანი დააკავეს. მათ ტვირთის გადაზიდვის მიზნით საზღვრის გადაკვეთა სცადეს, თუმცა ნებართვის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამ მიზეზით მძღოლებს 4 000-დოლარიანი ჯარიმა და მანქანების კონფისკაცია ემუქრებათ.
"გუშინ გაგვაჩერა სატრანსპორტო პოლიციამ და დაგვაპატიმრეს ყველა, დაგვაპატიმრეს დაზოლის არ ქონის გამო. სანამ ყაზახეთში წამოვიდოდით, ვიყავი თბილისის სატრანსპორტოში, სადაც დაზოლებს იძლევიან. ავიღე უზბეკეთის დაზოლი, ავიღე რუსეთის დაზოლი და ვიკითხე ყაზახეთზე დაზოლი და მითხრეს, რომ არ იყო საჭირო. საელჩოში ვრეკავთ და ტელეფონს რავინ არ იღებს. საქართველოში ან საზღვარს არ უნდა გავეფრთხილებინეთ?! - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
მისივე ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყანაშიც შეექმნათ.
სატვირთო მანქანების მძღოლები ამ დრომდე საზღვართან რჩებიან, რადგან საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.