დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ინდური შტამი ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. როგორც გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში ინდური შტამის დაფიქსირების ალბათობა არის, თუმცა ჯერჯერობით ასეთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
"ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა. ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა, ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყანაში ნამდვილად არის, მაგრამ მოგეხსენებათ, რასაც ჩვენ ვასეკვენირებთ და ვიკვლევთ შტამებს, ძირითადად არის ბრიტანული შტამი",- თქვა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლი კორონავირუსის სხვადასხვა შტამს იკვლევს და ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამია დაფიქსირებული.