
სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ქუთაისში, ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა. არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
მანქანაში დაშავებულთან ერთად დედა და კიდევ ერთი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, მათ დაზიანებები არ მიუღიათ.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიმზეზი გადაჭარბებული სიჩქარე და სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევა გახდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. დანაშაული მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ემა გოგოხია.