ბოლო 24 საათია, რამაზ ბეღელურის მდგომარეობა განსაკუთრებულად დამძიმდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გატაცებული ბეღელური 2 თვე ცხინვალის იზოლატორში იყო დატყვევებული.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ბეღელური სწორედ პატიმრობას უკავშირებს, სადაც მას სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც გუგუთიანთკარში მცხოვრები ახალგაზრდა ამბობს, ცხინვალის ციხეში ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქართველი ძალოვანების მითითებით ასაიდუმლოებდა.
რამაზ ბეღელური რუსმა ოკუპანტებმა თებერვალში გაიტაცეს და 1-ელ აპრილს გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს.