საქართველოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, AstraZeneca-ს კიდევ 43 ათასი დოზა დღეს, 6 მაისს შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეს დოზები მხოლოდ მეორედ ასაცრელადაა განსაზღვრული, ანუ, იმ ადამიანებისთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ.
ამ დროის მონაცემებით ბრიტანული "ასტრაზენეკას" ვაქცინით 25 ათასზე მეტი აიცრა და 10 ათას ადამიანს აცრა უკვე დაჯავშნილი აქვს. "არა მგონია, ჩვენ პრობლემა გვქონდეს ასტრაზენეკას ათვისებასთან დაკავშირებით", - ამბობს გამყრელიძე.
5 მაისს გაიხსნა რეგისტრაცია AstraZeneca-ს მეორე დოზის მისაღებად. ცნობილია, რომ აცრის პროცესი 10 მაისიდან დაიწყება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი 4-12 კვირაა.