
ინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის ანალიზის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ადასტურებს.
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 39 ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა, მათ შორის სამედიცინო სფეროს და ოჯახის წევრების, თუმცა გაირკვა, რომ ისინი ამ ვირუსის მატარებლები არ არიან.
საგარეჯოელ მედიკოსს COVID-19 ორი დღის წინ მიზნობრივი PCR ტესტირებისას დაუდასტურდა.
ის ბოჭორიშვილის კლინიკის გარდა, საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსშიც” მუშაობს და რეგიონს ორი დღის წინ სტუმრობდა. მედიკოსი სამკურნალოდ ბოჭორიშვილის კლინიკაში რჩება. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.