"ასტრაზენეკას" ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია დღეს იწყება

გამოქვეყნდა:

დღეიდან, 5 მაისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "ასტრაზენეკას" მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია იწყება. ვაქცინაციის პროცესი კი 5 დღეში - 10 მაისიდან დაიწყება. 

მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში დარეგისტრირდნენ.

რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე.

შეგახსენებთ, რომ "ასტრაზენეკას" 43 ათას დოზაზე მეტი ვაქცინა საქართველომ 13 მარტს მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი