ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 135, იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 82, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 70, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 154 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 132 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,2 მილიონზე მეტი.