"ცემა რომ მოხდა გადაღებულია? კადრებში არაფერი არ ჩანს" - გარეჯელი სასულიერო პირი

გამოქვეყნდა:

გარეჯელი სასულიერო პირი თავდასხმას ჟურნალისტებს აბრალებს - "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე და ივერ მელაშვილზე მიტანილი იერიშის შემდეგ გარეჯის სამონასტრო კომპლექსში დრეს ამბობენ, რომ პროვოკაციაზე სწორედ "მთავარი არხის" ჟურნალისტები წავიდნენ, როცა ივერი მელაშვილი ადგილზე ჩაიყვანეს..

ისე, რომ სასამართლო განაჩენი ჯერ არ დამდგარა, გარეჯელი სასულიერო პირები მელაშვილს უაპელაციო ბრალდებებს უყენებენ:

ვინ უნდა დაიბარონ რატო უნდა დაიბარონ...თქვენ სასაცილოდ მიგაჩნიათ, რომ 6 ათასი მოწამის ხსენების დღეს ჩამოგყავთ მელაშვილი, რომლის ხელმოწერის საფუძველზე ვერ ავდივართ.. ცემა რომ მოხდა გადაღებულია? კადრებში არაფერი არ ჩანს.

მე რა დავინახე იცით, რომ ადამიანმა თქვა, ხმა გავიგე, რატომ დამარტყი ხელი , ვიღაცამ ჟურნალისტმა თუ ოპერატორმა უჯიკავა. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა დანაშაულია?

მიუღებელი რა არის იცით? უკითხავად რომ მიღებთ - ამბობს სასულიერო პირი, ხოლო კითხვაზე, ძალადობას ამართლებს რამე? ის პასუხობს:

- რა თქმა უნდა ამართლებს.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ.

გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა უცნობია რატომ არ აღიძრა საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით.

ამავე თემაზე:

შს მინისტრის კომენტარი - გამოძიებას შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი - გომელაური გარეჯში თავდასხმაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი