შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გარეჯში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილზე მომხდარ თავდასხმაზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან ყველანაირი ძალადობა დაგმო, თუმცა გამოძიების მუხლის კვალიფიკაციის შეცვალსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს პროკურატურის კვალიფიკაციაა.
გომელაურის თქმით, შეიძლება გამოძიებას 5 მუხლი დაემატოს, ან არაფერი.
"პროკურატურამ უნდა იმსჯელოს უკვე კვალიფიკაციის შეცვლაზე, გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ, მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მნიშვნელობა არ აქვს, პირველ რიგში ჟურნალისტებზე, ასევე მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან შესაბამისად კანონის.
მე არ ვარ გამომძიებელი, მე ვარ შს მინისტრი, რაც მომახსენეს მე, დავიწყეთ გამოძიებაო, ფაქტიდან გამომდინარე, ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, იქიდან გამომდინარე, შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი არ დაემატოს", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ 4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებას იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს სასულიერო პირები დაესხნენ.
გამოძიება ძალადობის კვალიფიკაციით დაიწყო, თუმცა უცნობია რატომ არ დაიწყო უწყებამ ძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით.
ამავე თემაზე: