ზესტაფონში, ახალგაზრდა ქალმა, წყლის ნაცვლად, შემთხვევით სადეზინფექციო ხსნარი დალია.
პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ ზესტაფონის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
პაციენტთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.