
დაჭრა ყვარლის მუნიციპალიტეტში - სოფელ ახალსოფელში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის რეალური მიზეზი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილას პოლიცია და ექსპერტები არიან მობილიზებული.
ავტორი: ია გულიაშვილი