"მეგობრები იყვნენ, უერთმანეთოდ პურს არ ჭამდნენ" - ყვარელში დაჭრის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

"ეგენი იყვნენ მეგობრები, უერთმანეთოდ პურს არ ჭამდნენ, რაზე მოხდა, არ ვიცი", - ასე ეხმაურებიან ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მცხოვრებლები სოფელში ცოტა ხნის წინ მომხდარ დაჭრას. 

ცნობილი ხდება, რომ 50 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა დაჭრა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის რეალური მიზეზი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილას პოლიცია და ექსპერტები არიან მობილიზებული.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი