"ჩვენთან ქვეყანაში მოცირკულირე შტამებზე მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია, პრაქტიკულად 80%-მდე ქვეყანაში მოცირკულირე შტამებისა, არის - ბრიტანული. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ჩაანაცვლა ადრე მოცირკულირე შტამები. ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა".
- ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.