საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 000 დოზა შემოვიდა

გამოქვეყნდა:

საქართველომ დღეს, 6 მაისს "ასტრაზენეკას" 43 000 დოზა მიიღო. ვაქცინა იმ პირებისთვისაა გათვლილი, ვისაც პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვს. 

"ასტრაზენეკას" ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ, საღამოს 8 საათიდან დაიწყო. ​მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად ნებისმიერ დაწესებულებაში დარეგისტრირდნენ, პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში. 

რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ საიტზე - booking.moh.gov.ge.

მეორე დოზით ვაქცინაციის პროცესი 10 მაისიდან დაიწყება. დღეს კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესში პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი