რუსმა ოკუპანტებმა ქარელში ბორდერიზაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში დღეს ისევ გამოჩნდნენ და ბორდერიზაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. საოკუპაციო ძალები სოფლებ თამარაშენისა და ღოღეთის პერიმეტეზე დილიდან გამოჩნდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძეზე ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გააკეთეს, ეს იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ხის ძელები აღმართეს. 

"რუსები თქითქმის ყოველ დღე ჩანან, დღესაც აქ იყვნენ, ერთი საათის წინ იყვნენ მოსულები, გუშინაც ვიყავით და ჩანდნენ. როგორც ვიცით ღოღეთის ბაღებიდან, თამარაშენის ტყემდე. ეუფლებიან ჩვენ ტერიტორიებს, დღითიდღე, მტკაველ-მტკაველ გადმოდიან, ხელისუფლებიდან წარმომადგენლები არავინ გვინახავს არც დღეს, არც გუშინ", - ამბობს ადგილობრივი, ემზად ოსიძე. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ვარაუდობს, რომ ხნულების გაგრძელება ბორდერიზაციის ერთ-ერთი ნაწილია და ადგილზე მავთულხლართების ან ღობის გაკეთებას უნდა ელოდონ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტრადიციულად ამბობენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი