ინფექციურ საავადმყოფოში მამა გიორგი ჩაჩავა აიცრა. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვარი ასტრაზენეკას ვაქცინით აცრეს.
მამა გიორგი აცხადებს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. მისივე თქმით, თავისი ქმედებით მან ერთგვარი მაგალითი მისცა სხვა სასულიერო პირებსა და მრევლს.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც სასულიერო პირი საჯაროდ, ტელეკამერების წინ აიცრა.