გახდება თუ არა არსებული ეპიდსიტუაცია შეზღუდვების დაბრუნების საფუძველი? - მმართველ გუნდს პანდემიიდან ერთი წლის შემდეგაც კი კრიზისის მართვის კონკრეტული გეგმა არ აქვს. როგორც წესი, ერთადერთ გამოსავალს ჩაკეტვასა და რეგულაციების გამკაცრებაში ხედავს.
ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი ყოველ დღე იზრდება და უკვე 6%-ს გადასცდა.
მინისტრის თქმით, საწოლფონდის რაოდენობა ქვეყანაში (6 000 საწოლი) საკმარისია.
ჯანდაცვის ექსპერტებს მთავარი პრობლემად ისევ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ოჯახის ექიმების პროცესში ჩაურთველობა მიაჩნიათ.
ადამიანები ხშირ შემთხვევაში ვაქცინის მისაღებად რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.
ვაქცინაციის პროცესში ოჯახის ექიმების ჩართულობა რომ უფრო ნაყოფიერს გახდის ამ პროცესს, იციან ეპიდემიოლოგებმა, მაგრამ არ იციან როდის მოხდება ეს ყველაფერ.
ამ ყველაფრის პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება დაავადებული და გარდაცვლილი ადამიანების მაჩვენებელი. ბოლო 24 სთ-ში კოვიდ 19-ით 20 ადამიანი გარდაიცვალა, 2000- მდე კი დაინფიცირდა.