დღევანდელი, 7 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 245 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 156 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 134 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,2 მილიონზე მეტი.