გერმანიამ AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარი მოხსნა

გამოქვეყნდა:

გერმანიამ კოვიდსაწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარი მოხსნა. ვაქცინაციას 18 წლის და ზემოთ ასაკის, ნებისმიერი პირი შეძლებს.

გარდა ამისა, გერმანიის მთავრობის რეკომენდაციით, ვაქცინაციის დაჩქარების მიზნით, AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად მოქალაქეების 12 კვირა ლოდინი აღარ მოუწევთ და მეორე აცრა 4 კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრა უკვე აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

"ევროპის წამლის სააგენტოს" (EMA) თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინა "არის უსაფრთხო და ეფექტური. მისი სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანების დაცვის მხრივ აჭარბებს შესაძლო რისკებს"

ევროპის რიგ ქვეყნებში, AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარია დაწესებული.

საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარი დააწესა და ის მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი