"არ მჯერა ცემის ფაქტი, მეუფე სვიმეონი ძალიან გაწონასწორებული ადამიანია", - ასე აფასებს რუის-ურბნისის ეპარქიის ერთ-ერთი სასულიერო პირი, გუშინ მომხდარ ფაქტს, როდესაც ეპარქიაში სტუმრად მყოფ, სამების დეკანოზს მამა თეიმურაზ თათარაშვილს, ეპარქიაში ასევე სტუმრად მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის - სვიმეონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა.
"საშინელებაა თუ ასე მოხდა, არ ვიცი, არ ვიყავი იქ. სამწუხაროდ, ბრენდია ძალადობა დღევანდელ მსოფლიოში, მასობრივი საშუალებები ხელს უწყობს ამ ძალადობას. ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანების ფსიქოლოგიაზე. სასულიერო პირებიც ადამიანები არიან, შეიძლება მათზეც იმოქმედოს, თუმცა იშვიათად. არ მჯერა ცემის ფაქტი, მეუფე სვიმეონი ძალიან გაწონასწორებული ადამიანია", - ამბობს სასულიერი პირი.
იხილეთ ასევე: