მაგისტრალის მშენებლობა შეჩერებულია - ხარაგაულში მუშების გაფიცვა გრძელდება

გამოქვეყნდა:

მაგისტრალის შეჩერებული მშენებლობა და გაფიცული მუშები ხარაგაულში - ხევი-უბისას მონაკვეთზე დასაქმებული ორასზე მეტი მუშა მეორე დღეა გაფიცულია.

მათ სამი მოთხოვნა აქვთ -  ხელფასის 30%-ით გაზრდა, შრომის პირობების გაუმჯობესება და ზეგანაკვეთური საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურება.

დღეს აქციის მონაწილეებმა ჩინური კომპანია "ჰუ ნა ნი-ის" ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელფასის გაზრდა ჯერ ვერ მოხდება და ისინი მუშებს ბიუჯეტის გადასახედად 1 კვირიან ვადას სთხოვენ.

"ჩვენი მოთხოვნა არის 30%-ით გაგვიზარდონ თანხა, ორი წელია გვირაბში ვმუშაობ, ამ ორი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ მაინც ჩავდივარ ბორდში, რომ ხელფასი მომიმატეთ, აი ხვალ, აი ზეგ, ისევ 28 ლარზე ვარ, რატომ უნდა ვიყოთ 28 ლარზე. სანამ ხელფასს არ მოგვიმატებენ მუშაობას არ გავაგრძელებთ", - თქვა გაფიცულმა, გიორგი ლურსმანაშვილმა.

მუშები ამბობენ, რომ აქციები ხვალაც გაგრძელდება.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი