საგანგაშო სტატისტიკა - 2021 წლის პირველ სამ თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 1 875 ქალი გახდა

გამოქვეყნდა:

ოჯახური ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა ქვეყანაში - შსს-ს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ სამ თვეში ოჯახში ძალადობის 2 270 შემთხვევა დაფიქსირდა. ძალადობის მსხვერპლი კი 1 875 ქალი გახდა, რაც შემთხვევების 83%-ია. გამოვლენილია ოჯახში მოძალადე 2 141 პირი, საიდანაც 1 818 კაცია, ხოლო 323 ქალია.

100-დან 6 შემთხვევაში კი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არასრუწლოვანი იყო. 2021 წლის იანვარ-მარტში ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 2 371 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. 

ქალთა უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ გაზრდილი მაჩვენებლის პარალელურად სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირველ რიგში შემთხვევების პრევენციაზე და ამავდროულად, ძალადობის მსხვერპლებისთვის გაზარდოს სერვისების რაოდენობა.

ოჯახში ძალადობის სტატისტიკა 2021 წელი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი