ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლის ორსული გარდაიცვალა. 7 თვის ფეხმძიმე კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ, მაღალი სიცხით და კორონავირუსის ინფექციით შეიყვანეს. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა ჩვილი რამდენიმე დღეში დაიღუპა;
ქალს კორონავირუსი აპრილის შუა რიცხვებში დაუდასტურდა, როცა ის 30 კვირის ორუსლი იყო, კლინიკაში შეყვანის შემდეგ კი მისი მდგაორემობა გაუარესდა. მომხდარს ადასტურებენ კლინიკაშიც.
პაციენტი იყო 34 წლის, 29-30 კვირის ორსული, როდესაც მომართა ჩვენს კლინიკას სუნთქვის უკმარისობით და გაძნელებული სუნთქვით. ეს მოხდა 19 აპრილს. ის იყო ჟანგბადდამოკიდებული. გინელოლოგების და რეანიმაციის ჯგუფმა აღმოაჩნია, რომ ნაყოფის მონიტორზე რარაც ნიუანსები გაუარესებული იყო და დაუყოვნებლივ საკეისრო კვეთის ჩატარება რომ ბავშვი ამოეყვანათ მისი გადარჩენის მიზნით. ბავშვი დაიბადა დღენაკლი, მცირე წონით, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება. გოგონა დაბრუნდა რეანიმაციულ განყოფილებაში მას დასჭირდა 27 რიცხვის შემდეგ უკვე თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია.. - ამბობს ბოკერიას სახელობის კლინიკის დირექტორი ალექსი ვაჩაძე.