დაგროვებითი პენსია - იურისტებმა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს

გამოქვეყნდა:

საპენსიო დანაზოგისთვის ხელფასის 2% ეჭრება ყველას, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად. მათ შორის არიან  ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო საპენსიო ასაკამდე ვერ მიაღწევენ.

საპენსიო სისტემის ცვლილება მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ 2019 წელს კონსტიტუციურად გააფორმა იმ მოტივით, რომ      „სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობდა დანაზოგების მოცულობის ზრდას ქვეყანაში“ . 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა ედუარდ მარიკაშვილმა სასამართლოს მიმართა და ამტკიცებს რომ ხელისუფლება ადამიანის ერთ-ერთ მთავარ - კერძო საკუთრების ქონის უფლებას არღვევს.

საპენსიო ფონდმა მთავართან სატელევიზიო ინტერვიუზე უარი თქვა და მხოლოდ წერილობთ გვიპასუხა. მასში  ნათქვამია, რომ სარჩელის მოპასუხე საქართველოს პარლამენტია.

ორი დღის განმავლობაში ვცდილობდით გავსაუბრებოდით ფინანსთა-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს, მაგრამ სამუშაო დღეებშიც კი მათი ოთახები ცარიელი დაგხვდა. დეპუტატები კი, რომლებიც პარლამენტის შენობაში იმყოფებოდნენ, არ სურდათ ან არ იცოდნენ რა ეპასუხათ.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას  ოპოზიციაც ეწინააღმდეგება.

სასამართლო პროცესი 28 აპრილს არის ჩანიშნული, გველოდება თუ არა ახალი საკონსტიტუციო გადაწყვეტილება და იქნება თუ არა დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, ამას უკვე  სასამართლო გადაწყვეტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი