"...უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს მთავრობას აქვს მოლაპარაკებები და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა - 250-250 ათასი. ის, რომ ჯანმო-მ აღიარა ვაქცინა, ნიშნავს იმას, რომ Covax-პლატფორმაზეც განთავსდება. ანუ Covax-ითაც მიეწოდება ქვეყნებს ბევრად იაფად, ვიდრე პირდაპირი შესყიდვით. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ველოდებით სხვა ვაქცინებსაც..."
- ამბობს დაავადებათა ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.