8 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4263 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 156 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 134 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,2 მილიონზე მეტი.