"წითელი ჯვარი" საქართველოს 100 000 დოზა "სინოფარმს" გადმოსცემს

გამოქვეყნდა:

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, "წითელი ჯვარი" საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს. ინფორმაცია მინისტრ ტიკარაძესა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია გუშინ მიანიჭა.

საქართველომ „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი