ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ვაკეში, კუს ტბის ასახვევთან ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდისთვის ხდება ცნობილი, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახნენ. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.