ბოლო 24 საათში, უფრო მეტი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაავადდა - COVID 19

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში, საქართველოში, COVID 19-ით ინფიცირებული ცხრა ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ჯამში, მათი რიცხვი 297-ია. 

სამით გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელიც და სულ, კორონავირუსის 626 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

Stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459 პირი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი