მკვლელობა თუ თვითმკვლელობა | როგორ მუშაობს პოლიცია

გამოქვეყნდა:

როგორ მუშაობს პოლიცია -  2 მაისს, აღდგომას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე მოქალაქე რეკავს, რომელიც ოპერატორს უყვება, რომ აღამშენებლის 164 ნომერთან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს. იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, რადგან მამამაკაცი სისხლის გუბეში იწვა და სახე სისხლით ჰქონდა დაფარული. ადგილზე საპატრულო, კრიმინალუირი და სასწრაფო დამხარების ბრიგადების მოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში, შემთხვევის ადგილას არსებული სურათი შემზარავია. ტერიტორიაზე ადგილ-ადგილ აღმოჩენილი სისხლის კვალი კი სულ უფრო ბევრ კითხვას აჩენს. მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს. შემთხვევის ადგილს 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გადმოჰყურებს. ამ ადგილამდე მისასვლელად, ერთ-ერთი ხალხმრავალი სკვერი უნდა გაიაროთ, აღმაშენებლის ქუჩის მხრიდან კი ეს გზა. ტერიტორიის სიახლოვეს დამონტაჯებულ კამერას უნდა დაეფიქსირებინა - ვინ გადაადგილდებოდა იქ, სადაც მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

თავი მოიკლა თუ მოკლეს - ამ კითხვას პასუხი ალბათ აღარ გაეცემა. გამოძიება სუიციდის შემთხვევაზე საუბრობს, თუმცა რა არგუმენტით - ამას არ ამბობენ. გამოძიების მიმართ არსებულ უამრავ კითხვასთან ერთად უცნობია პასუხი იმაზე, რატომ არ იხელმძღვანელლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეციალურად შედგენილი პროტოკოლით, რომელიც გამომძიებლებს ავალდებულებს - სიტყვა-სიტყვით შეასრულონ ის, რაც დროულ გამოძიებასა და ჭეშმარიტების დადგენას სჭირდება. 

 

ჟანა აკოფაშვილის სიუჟეტი - "როგორ მუშაობს პოლიცია"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი