ბათუმის სტადიონი დღეს მეორედ გაიხსნა

გამოქვეყნდა:

ბათუმის სტადიონი დღეს, 8 მაისს, მეორედ, ჩემპიონატის ცენტრალური მატჩით, ბათუმელი და თბილისელი დინამოელების დაპირისპირებით გაიხსნა.

მეორედ გახსნილ სტადიონზე დინამო ბათუმმა დინამო თბილისი 1:0 დაამარცხა და ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა. შეხვედრას 6500-მდე გულშემატკივარიც დაესწრო.

პირველი შემთხვევის შემდეგ, ბათუმში მოედნის საფარი გამოსწორდა და ის ახლა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა ამისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა გახდა საჭირო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი