აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორსულს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

აფხაზეთიდან “კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში გადმოყვანილ ორსულს კორონავირუსი არ დაუდგინდა. 43 წლის ქალი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გუშინ, საღამოს საათებში შეიყვანა. ის დაახლოებით 33-34 კვირის ორსულია. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის მომენტში მას მაღალი არტერიული წნევა და სისუსტე აღენიშნებოდა.

პაციენტს წნევა დავუსტაბილურეთ. ჩატარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები და ქალი მოთავსდა ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში შემდგომი მკურნალობის მიზნით. მიმდინარეობს დინამიური მეთვალყურეობა ორსულსა და ნაყოფზე. გაურკვეველი ეპიდანამნეზის გამო, პაციენტს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი და შედეგი უარყოფითია, - ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი, მამუკა მიქაძე.

ამ დროისთვის “კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში, ორი საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი