
პროკურორ მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, ახლა უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული როდის ჩანიშნავს სხდომას ნიკა მელიას საქმეზე.
გენპროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასმართლოს ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ მიმართა.
სადრაძის თქმით, "მათ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში" წარმოადგინეს შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ.
"ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრ ღონისძიებით, გირაოთი შეცვლის შესახებ უკვე შეტანილია სასამართლოში. სასამართლოზეა დამოკიდებული, რა ვადაში მოხდება ამ შუამდგომლობის განხილვა, ჩვენ შუამდგომლობა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ",-თქვა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, პროკურატურამ სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა