შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია - კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" "მთავარის" ჟურნალისტზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" "მთავარი არხის" ჟრნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას გმობსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მის დაუყოვნებლივ გამოძებას მოითხოვს.

"მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს. მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს და მოითხოვს შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია. მედიაკოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ შეისწავლოს სასულიერო პირების მიერ ჟურნალისტების დევნის შემთხვევები. მათ შორის, დაიწყოს გამოძიება "მთავარი არხის" ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასთან დაკავშირებით", - წერს კოალიცია.

სასულიერო პირების მიერ განხორციელებული თავდასხმა ასევე დაგმო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი