17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

გამოქვეყნდა:

მკვლელობა მკვლელის გარეშე - 13 წლის წინ თანაკლასელის მოკვლისთვის მსჯავრდებული ახალგაზრდა უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

რევაზ ფუხაშვილის მკვლელობისთვის გივი ვაშაკიძემ ციხეში წლები გაატარა. მისთვის გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა და ამით დაადასტურა, რომ მკვლელი ნამდვილად ვაშაკიძე იყო; თუმცა სასჯელი სრულად არ მოუხდია - ციხე განსაზღვრულზე ბევრად უფრო ადრე დატოვა, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში.

ახლა კი, მოულოდნელად, უზენაესმა სასამართლომ ვაშაკიძე სრულიად უდანაშაულოდ გამოაცხადა. რა შეიცვალა ახლა ან როდის შეცდა სასამართლო - მაშინ თუ ახლა? და თუ ვაშაკიძე უდანაშაულოა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საპოვნია ნამდვილი მკვლელი ანუ გამოძიება ხელახლაა დასაწყები.

მოკლულის დედა კი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი სწორედ გივი ვაშაკიძემ მოკლა და ის სულ ტყუილად გაამართლეს.

 

გიორგი გვიშიანის რეპორტაჟი - "მკვლელობა მკვლელის გარეშე"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი