დღეს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 439

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 439 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 გარდაიცვალა. 

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 322 468
  • გამოჯანმრთელებულია - 302 428
  • გარდაცვლილია -  4 305
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9 535, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 665, PCR ტესტით - 3 870
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,76% , ბოლო 14 დღის - 6,03%, ბოლო 7 დღის - 6,48%
  • კარანტინის რეჟიმში - 69
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 481
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 784

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან:  თბილისში გამოვლენილია 300 შემთხვევა, აჭარა - 77, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი -  11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. 

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 158 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 136 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,3 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი