ერთნიშნა ციფრებით თუ გავივლით, ალბათ ვიტყვით, რომ დაბრკოლება გადავლახეთ - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

 ერთნიშნა ციფრებით თუ გავივლით ამას, ალბათ ვიტყვით, რომ ეს დაბრკოლება, რასაც COVID 19 ჰქვია, ამ ეტაპზე, გადავლახეთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის ერთი მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უცვლელია.

რაც შეეხება საუნივერსიტეტო კლინიკას. ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში 78 პაციენტია, აქედან 58 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი გამოჯანმრთელებული კი დღეს გაეწერება. განმეორებით ტესტირებაზე 11 პასუხს ელოდებიან.

ორი ახალი შემთხვევა გვაქვს, ველოდებით მათ პასუხებს, პირველადი სწრაფი ტესტებით პასუხი დადებითია და ვნახოთ რა პასუხს მივიღებთ ლუგარიდან. დანარჩენ შემთხვევაში, არანაირი უარყოფითი ჩვენება არც ერთ პაციენტთან არ დასტურდება.ველოდებით განმეორებით ტესტირებაზე, - ამბობს რატიანი.

ბოჭორიშვილის კლინიკაში კი კახეთიდან გადმოყვანილი მედდის გაღრმავებული ტესტის პასუხებს ელოდებიან. მედდას ორი პისიარ ტესტი ჩაუტარდა და ერთ შემთხვევაში ტესტმა დადებითი აჩვენა, მეორე შემთხვევაში უარყოფითი, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო გაღრმავებული კვლევა. პასუხი კი სავარაუდოდ დღეს, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

სულ კი ბოჭორიშვილის კლინიკაში 66 პაციენტი მკურნალობს, მათგან რვის მდგომარეობა საყურადღებოა.

კორონავირუსის შემთხვევები კი საქართველოში ბოლო 24 საათში სამით გაიზარდა და 626-ს შეადგენს.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი