ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები შვიდამდე გაიზარდა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით პაციენტები საავადმყოფოში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

აფხაზეთს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კარანტინში 209 ადამიანი იმყოფება, რომლებსაც კოვიდ 19-ზე ტესტირება უკვე ჩაუტარდათ, თუმცა პასუხები ამ დრომდე უცნობია. იზოლაციაში მყოფი ადამიანების უმეტესობა, რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო უნივერსიტეტის კურსანტები არიან.  

ეპიდემიის გავრცელების დღიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალურად ვირუსის შვიდი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი გარდაცვლილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი