
კითხვაზე, გირაოს გირაო შესაძლებელია თუ არა, ნიკა მელიას საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ 17 თებერვლის შემდეგ, ეს შეფასება არარელევანტურია.
17 თებერვლის შემდგომ გამოყენებულია პატიმრობა ამიტომ თქვენს მიერ ნახსენები გირაოს გირაო, არარელევანტურია 17 თებერვლის შემდეგ - ამბობს გულუაშვილი.
განცხადება მან ნიკა მელიას სასამართლო სხდომის დაწყებამდე გააკეთა, სადაც ევროკავშირის მხრიდან გადახდილი გირაოს შემდეგ, მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა იმსჯელონ.
გარდა ამისა, პროკურორი არ პასუხობს კონკრეტულ შეკითხვას - ჰქონია თუ არა სახელმწიფო ბრალდებას პრეცედენტი, როდესაც ჯერ გირაო დაიფარა, შემდგ კი სასამართლომ იმსჯელა.
გულუაშვილს ამ კითხვაზე ზოგადი პასუხი აქვს, რომ ეს ყველაფერი სრულად არის შესაბამისი საქართველოს კანონმდებლობასთან.
"ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა საქართველოს პროკურატურის თვითმიზანი. ის გარემოება, რომ იგი იმყოფება პატიმრობაში, გამოწვეული იყო ერთის მხრივ იმით, რომ მის მიმართ არსებობდა გარკვეული რისკები და ამ რისკების აღმოსაფხვრელად აუცილებელი იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების კონკრეტულ სახეს, პატიმრობას, ეს იყო ფატქობრივად, უალტერნატივო გარემოება იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება - გირაო არ სრულდებოდა მისი მხრიდან",-თქვა ამირან გულუაშვილმა.