ბინის ქირის გადაუხდელობის გამო, გორში სოც. დაუცველი დედა-შვილი ღია ცის ქვეშ რჩებიან

გამოქვეყნდა:

კორონა პანდემიის ფონზე, გორში, სოციალურად დაუცველი ოჯახი, ღია ცის ქვეშ რჩება. იმ შემთხვევაში, თუ დედა-შვილი ჭულუხაძეები დღის ბოლომდე ბინის ქირის შეგროვებას ვერ მოახერხებენ, ღამის გათენება ქუჩაში მოუწევთ.

70 წელს გადაცილებული ნანა ჭულუხაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და ის მხოლოდ ეტლით გადაადგილებას ახერხებს. რაც შეეხება მის ერთადერთ ვაჟს - ამბობს, რომ ის დედის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს.

ჭულუხაძეებმა დახმარება გორის მერიას სთხოვეს, თუმცა ბინის ქირავნობისთვის კონსტანტინე თავზარაშვილის უწყებამ ისეთი მიზერული თანხა შესთავაზა, რომ ქალაქში საცხოვრებელი ფართის შოვნა შეუძლებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი