კომპანიები "კარფურს" თაღლითობაში ადანაშაულებენ - საჩივარი სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო

გამოქვეყნდა:

"კარფური" დიდ სკანდალში ეხვევა. ჰიპერმარკეტების ქსელს ათამდე კომპანია თაღლითური გზით ასი ათასობით ლარის მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც ირკვევა, "კარფური" პარტნიორებს დიდ თანხას გაურკვეველი მომსახურეობისთვის აკისრებდა.

დავა ახლა სასამართლოში ინაცვლებს - კომპანიების საჩივარი "კარფურის" წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო.

ადგილობრივი მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათ კარფური  მოსახურების გაურკვეველ თანხას პერიოდულად აჭრიდა და დავალიანებაში უქვითავდა.

კომპანიების წარმომადგენლები გვიყვებიან, რომ მისულ ანგარიშფაქტურებში მითითებული იყო, თითქოს მათ გარკვეული სახის მარკეტინგული მომსახურება მიიღეს და თანხა სწორედ ამაში დაექვითათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი